You are on page 1of 2

ქუჩის მუსიკოსები

ზაალ სამადაშვილი

 როგორია ხელოვანი ადამიანის ბედი ღარიბ ქვეყანაში

ხელოვნება ხალხის გარკვეული ნაწილისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან იგი


არის ცხოვრების გზა, სტილი, რომელიც ამ წუთისოფელს უფრო საინტერესოსა და
ბრწყინვალეს ხდის. ამ ტალანტით ბევრი იბადება, ეს ხელოვანი ადამიანები კი ,
ძალიან დასაფასებელნი არიან. ისინი ქმნიან შედევრებს, რომლებითაც
წარმავლობის ნისლს უპირისპირდებიან, ზოგი მათგანი მარადიული ხდება და ამით
არა მარტო თავის სახელს განადიდებს, არამედ ქვეყნის განვითარებაშიც დიდი
წვლილი შეაქვს. სწორედ აქედან გამომდინარე , უნდა დავაფასოთ ისინი . მაგრამ
ზოგჯერ ხდება ისე, რომ ეს ხალხი ისეთ ქვეყანაში მოღვაწეობს , რომელიც თავისი
ეკონომიკური შესაძლებლობების გამო ვერ ახერხებს მათ საკმარისად დაფასებას .
შესაბამისად, ხელოვანი ადამიანის ბედი ღარიბ ქვეყანაში არ არის სახარბიელო .

არსებული პრობლემა მოცემულ ტექსტში ძალიან საინტერესოდაა წარმოჩენილი .


არტ-ნუვოს სტილის სამსარულიანი შენობის ვიტრინის წინ მსხდომი ქუჩის
მუსიკოსები სხვებისგან გამორჩეულნი არიან , რადგან მათ აცვიათ გახეხილი
ჯინსები, არიან გამხდრები და გაუპარსავები. ისინი უკრავენ კლასიკურ და ჯაზურ
კომპოზიციებს, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ გემოვნებიანი და მრავალმხრივი
განვითარების მუსიკოსები არიან. ისინი წყურვილსა და შიმშილს მხოლოდ პურითა
და წყლით იკმაყოფილებენ. როგორც ტექსტიდან ჩანს, მათ მართლა გულით
უყვართ თავიანთი საქმე, რადგან მთელი ექსტაზით ,,უბერავენ“ არა იმიტომ, რომ
ფული იშოვონ, არამედ იმიტომ, რომ ეს სიამოვნებას ანიჭებთ. ხოლო ამვლელ-
ჩამვლელებს, რომლებიც მუსიკოსებისთვის ფულს იმეტებენ ,ეტყობათ, რომ
მუსიკოსებმა მათი გულები დაიპყრეს. ტექსტში წერია:
,,შებინდებისას, ინსტრუმენტების შალითებში ჩაწყობის, სკამების აკეცვისა და
გამომუშავებული თანხის გაყოფის შემდეგ , დასალევად მიდიან...“
მუსიკოსების სასმელს იმიტომ ეძალებიან, რომ შინ
დაბრუნებულებმა ,,გაანჩხლებული ცოლების“ საყვედურები და ცინიზმი
უმტკივნეულოდ მიიღონ. როგორც ვხედავთ, ისინი იხსენებენ ბერძენ ელია კაზანს,
რადგან ის დროულად აღმოჩნდა სამშობლოსგან შორს, მათთვის ასე სასურველ
ამერიკის კონტინენტზე. აღსანიშნავის ისიც, რომ ისინი გამორჩეული მონდომებით
ასრულებენ ,,ბითლზის“ რეპერტუარს:
,,ერთი სიმღერა გამოსდით ამ რეპერტუარიდან ყველაზ უკეთ. სიმღერა ,
სახელად ,,help”.
ვკითხულობთ ტექსტში. ეს ერთი ფრაზა ძალიან ბევრს ნიშნავს და მარტივად
ვხვდებით, რომ ეს მათი მდგომარეობის გამოძახილია.
ჩემი აზრით ეს ნაწარმოები ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან ძალიან ბევრ რამეს
გვაჩვენებს. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა კი, რომელიც ნათლადაა
წარმოჩენილი, არის იმ ნიჭიერი ხელოვანების სირთულეების გააზრება ,
რომლებისთვისაც ქვეყანა დედინაცვლადაა ქცეული.
არსებული საკითხის აქტუალობა ალბათ არასდროს დაკარგავს მნიშვნელობას,
რადგან ეხება ისეთ საკითხს, რომელიც ყველა ეპოქაში იყო და იქნება აქტუალური .
შესაბამისად, მის მაგალითებს როგორც სხვადასხვა მხატვრულ ნაწარმოებში ,
ფილმში, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ვხვდებით. მაგალითად, ჩვენ არაერთი
ისეთი ადამიანი გვყავდა, რომლებისთვისაც ქვეყანა სიღარიბის გამო
დედინაცვლად იყო ქცეული. ასეთი ხელოვანებია: ვაჟა-ფშაველა, ნიკო ფიროსმანი ,
ვან გოგი და სხვ. ვფიქრობ, ამ მდგომარეობიდან თავის დახსნის ერთ-ერთი
უპირველესი გზაა ისეთი ფონდების არსებობა, რომლებიც დაეხმარებიან
ხელოვანებს. ისინი ხომ ქვეყნის სავიზიტო ბარათები არიან.

You might also like