დონეცკის ფილარმონიის მუსიკოსები სეპარატისტებმა მოტყუებით გაიწვიეს

დონეცკის ფილარმონიის ყველა მუსიკოსი მოტყუებით გაიწვიეს ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის არმიაში. ისინი სატელევიზიო სიუჟეტის გადასაღებად მიიწვიეს და ადგილზევე გამოუცხადეს, რომ ფრონტზე გაგზავნიდნენ. ინფორმაციას უკრაინელი ჟურნალისტი დენის კაზანსკი ავრცელებს.

ადგილობრივ მედიის ცნობით, ჯგუფ "სეპტეტ-ჯაზის" პიანისტი ნიკოლაი ზვიაგინცევი მარიუპოლთან უკვე დაიღუპა.

"იმედი მაქვს, ახლა ყველა კმაყოფილია, ვინც 2014 წელს "რეფერენდუმზე" მივიდა და "რესპუბლიკას" დაუჭირა მხარი." - წერს კაზანსკი.

მსგავსი სიახლეები