მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფინელი მუსიკოსები „ევროვიზიიდან“ ისრაელის გარიცხვას მოითხოვენ

ფინეთი „ევროვიზიაზე“

ფინეთის მუსიკალური ინდუსტრიის ათასზე მეტმა წარმომადგენელმა პეტიციას მოაწერა ხელი და „ევროვიზიიდან“ ისრაელის გარიცხვა მოითხოვა. ამის შესახებ BBC იუწყება.

პეტიციის ავტორები ისრაელს ღაზას სექტორში სამხედრო დანაშაულებში სდებენ ბრალს. ფინელ მუსიკოსებს მიაჩნიათ, რომ თუ ევროპის მაუწყებელთა კავშირი (EBU) ისრაელს კონკურსიდან არ მოხსნის, მაშინ კონკურსში მონაწილეობაზე ფინეთმა უარი უნდა თქვას.

პეტიციის ერთ-ერთმა ავტორმა ლუკას კორპელაინენმა ფინეთის სამაუწყებლო კომპანია Yle ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა. მისი თქმით, ამ ტელეკომპანიის წარმომადგენლებმა პირველებმა მოითხოვეს „ევროვიზიიდან“ რუსეთის გარიცხვა უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ.

„ჰამასის“ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ ღაზას სექტორში 23 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ისრაელის წარმომადგენლებს ამ ციფრების ობიექტურობაში ეჭვი ეპარებათ.