ცნობილი მუსიკოსები ქუთაისიდან

large

“ეს არის ყველაზე ახლობელი მუსიკა, რომელიც ჩემს ირგვლივ იქმნებოდა წლების განმავლობაში, სანამ ამ ქალაქიდან წამოვიდოდი. სიმღერები იწერებოდა უშუქო სარეპეტიციოებში, აკუსტიკურ გიტარებზე, სადაც დასარტყამებად ვიყენებდით მიტოვებული ტროლეიბუსიდან მოპარულ სკამებსაც კი, ქუჩებში, თითქმის ყოველდღიურ არაყო-ლუდურ ტუსოვკებზე რიონის სანაპიროზე, “ტიტანიკზე”, ღამის ქუჩებში, ქალაქგარეთ, ქალაქშიგნით, ქალაქზემოთ, ქალაქქვემოთ და ა. შ. – ასე აღწერს ლაშა გაბუნია ქუთაისში შექმნილ როკ-მუსიკას თავის ინტერნეტ გაზეთში “ანარეკლი”.

2002 და 2003 წლებში ქუთაისელმა როკ-მუსიკოსებმა ორი ალბომი “ქართული ტალღა-I” და “ქართული ტალღა-II” ჩაწერეს. ეს კომპილაციები ვეტერანი ქუთაისელი პანკმუსიკოსის, გოგა ჟორჟოლაძის სახლში გაკეთდა. ჩანაწერის ხარისხი, რა თქმა უნდა, არ არის მსოფლიო სტანდარტების, თუმცა გარკვეულ წარმოდგენას შეგიქმნით იმ პერიოდის ქუთაისელ მუსიკოსებსა და ქუთაისურ მუსიკაზე.

Outsider — პანკ როკისა და ალტერნატიული მუსიკის ჟანრის ჯგუფია, რომელიც ჩამოყალიბდა ქუთაისში 1989 წელს. გამოცემული აქვს სამი ალბომი.
სხვადასხვა დროს მონაწილეობდა ალტერნატიული მუსიკის ფესტივალებში. ცნობილია მისი გამოსვლები ტალინსა (1991) და მოსკოვში (1992).
ჯგუფის ლიდერი და იდეოლოგი არის რობი კუხიანიძე. 1996 წელს ფესტივალ „მარგარიტა’96”-ზე მას მიღებული აქვს ჯილდო საუკეთესო ქართველი ალტერნატიული მუსიკოსის კატეგორიაში.
ჯგუფმა დიდ პოპულარობას მიაღწია საზოგადოებაში, მათ მუსიკას იყენებენ ფილმებში, შეიქმნა ქავერები…

ოჩოს ქოხი– ქუთაისში შექმნილი ქართული ჯგუფი. შედგება 6 წევრისაგან.

ფრანის სოლისტი გაგა ჩიხლაძე ქუთაისელია. აქ: მისი ჯგუფის მუსიკა 🙂

და ბოლოს:

ერთი სიტყვით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქუთაისში იქმნება გემოვნებიანი მუსიკა და ჩვენი ქალაქი დედაქალაქს უზრდის ნიჭიერ მუსიკოსებს..

დატოვე კომენტარი