LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ქუჩის მუსიკოსები კი არა ექსტრემალი მუსიკოსები ვყოფილვართ” – მაესტრო და ირაკლი ჯიქია სტუმრად ,,არ დაიდარდოს” რუბრიკაში ,,გახდი ვარსკვლავი”

7
dueti33

რადიო ,,არ დაიდარდო”  და გადაცემა,  ,,რადიო დუეტი თაკოსთან ერთად” გთავაზობთ ახალ რუბრიკას ,,გახდი ვარსკვლავი”, რომლის მიზანია ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენა. რუბრიკის პირველი სტუმრები მაესტრო და ირაკლი ჯიქია გახლავთ, რომლებმაც ისაუბრეს ქუჩის მუსიკოსების ცხოვრებაზე, თუ როგორ აღმოაჩინეს ერთმანეთი, შეგვისრულეს ცოცხალი შესრულება ,,ნიკალა პაპა” და  ,,უძრაობა ქალაქში”. გადაცემის ბოლოს კი შედგა ახალი სიმღერის პრემიერა სახელწოდებით ”წვიმს”

როგორ აღმოაჩინეთ ერთმანეთი, როგორც ვიცით ხართ ჯგუფი, თუმცა დღეს ორი წევრი გაკლიათ..

ჩვენი შეკრება მარჯანიშვილის მეტროსთან შედგა, დაახლოებით 3 წლის წინ. იდეის ავტორი კი იყო საბა საფარელი, რომელსაც მოვიკითხავთ. თავიდან მეტნი ვიყავით, თუმცა დრომ ოთხს გაუძლო. გვქონდა მრავალფეროვანი პროგრამა, რადგან ყველა განსხვავებულ ჯანრში ვმღეროდით. ზოგი მთის სიმღერას, ზოგიც კი  პოპს. დაგეგმილად გავდიოდით ერთ კონკრეტულ ლოკაციაზე, ამას სოციალურ ქსელში ვაქვეყნებდით და ხალხიც გვხვდებოდა. აქტიურად ჩავდიოდით სხვადასხვა რეგიონებშიც. ამიტომაც გვქვია ”მოხეტიალე მუსიკოსები”. გვსიამოვნებს ქუჩაში სიმღერა, რომ გითხრათ შემოსავლის წყაროათქო მოგატყუებთ. ერთხელ თავისუფლების მეტროსთან ვმღეროდით, მარტის თვე იყო, კარგი ამინდი, უცებ საშინელი ქარი ამოვარდა და გაწვიმდა. მერე მივხვდით, რომ ქუჩის მუსიკოსები კი არა ექსტრემალი მუსიკოსები ვყოფილვართ.

პირველი ცოცხალი შესრულება, სახელწოდებით ”ნიკალა პაპა”..

დიდი მადლობა სიმღერის ავტორს, ასეთი კარგი ქალაქური სიმღერის შექმნისთვის.

რას უსურვებდით ამ რუბრიკის ახალგაზრდა, ნიჭიერ მომღერლებს?

ამ სფეროში ყოფნა ძალიან ბევრ სირთულეს უკავშირდება, რომელიც უნდა გადალახო, იბრძოლო და არ დანებდე. ასე ვაკეთებ მეც და მინდა მათაც მოვუწოდო, რომ მოტივაციით და ბრძოლით შედეგს აუცილებლად მიაღწევენ.  როდესაც რაიმე საქმეს კიდებ ხელს, ის უნდა გიყვარდეს.

რა ასაკიდან მღერით?

მაესტრო:

ვმღეროდი 3 წლიდან სტუდიაში ,,ენკი-ბენკი”, ქალაქ ფოთში. მინდა დიდი სიყვარული გამოვხატო მათ მიმართ. ასევე მოვიკითხავ ვოკალის მასწავლებელს, ზაზა წურწუმიას, რომელმაც შემდეგ განავითარა ჩემი შემოქმედებითი ცხოვრების გზა.

ირაკლი ჯიქია:

ბავშვობიდან ვმღერი, 6 წელი ვსწავლობდი მუსიკალურ სასწავლებელში.

სიმღერა ”უძრაობა ქალაქში”..

ამ სიმღერის მუსიკა ეკუთვნის გიგა მათიაშვილს, ტექსტი კი გიორგი ზანგურის. საბა საფარელმა გააკეთა ახალი ვერსია, რომელსაც სხვადასხვა ადგილას ვასრულებდით. ჩვენი ჯგუფის ნიშაა ეს სიმღერა, ამით გავხდით ცნობადები.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

როგორც იცით ”მოხეტიალე მუსიკოსებს” ოთხი წევრი ჰყავს. ამ ოთხეულს კი ქუთაისში გამოუჩნდა პროდიუსერი, ჩვენი მეგობარი ერეკლე დიდია, რომელმაც შეგვიქმნა ძალიან ლამაზი სიმღერა, ტექსტი კი დაგვიწერა ”რეზო და ბავშვების” სოლისტმა. ვაპირებთ აპრილის ბოლოს კლიპის გადაღებას, შემდეგ კი დავაპრემიერებთ.

როგორ შეიქმნა ახალი სიმღერა ”წვიმს” ?

ეს არის ჩემი სოლო სიმღერა. წინა წელს, როდესაც ათენში ვიყავი კონცერტზე, სოციალურ ქსელში მოვისმინე ქალბატონი ნინო ბაშარულის ლამაზი სიმღერის შესრულებას. მე და საბამ კი გადავწყვიტეთ ჩვენი ვერსია გაგვეკეთებინა, გავუგზავნეთ ნინოსაც და მოგვცა შესრულების უფლება რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი. იმედია თქვენს მსმენელს მოეწონება.

 

მაესტრო – წვიმს 

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

მაესტრო & ირაკლი ჯიქია – ნიკალა პაპა. Live

 

მაესტრო & ირაკლი ჯიქია – უძრაობა ქალაქში. Live

 

მაესტრო & ირაკლი ჯიქია. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები