დათო ევგენიძე: საოცარი მუსიკოსები იყვნენ, რომლებმაც საოცარი ქართული კულტურა, ხალხური სიმღერები და ჩვენი პატრიარქის საგალობლები წარმოადგინეს

დათო ევგენიძე: საოცარი მუსიკოსები იყვნენ, რომლებმაც საოცარი ქართული კულტურა, ხალხური სიმღერები და ჩვენი პატრიარქის საგალობლები წარმოადგინეს

ჩვენს ვოკალურ მუსიკას მთელ მსოფლიოში საერთოდ ბადალი არ აქვს! საქართველოს გამარჯვება რომ არ უხარიათ ადამიანებს, ეგ ჩემთვის ძალიან უცნაურია!, - ამის შესახებ მუსიკოსი დათო ევგენიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც იგი წმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის მიერ ვატიკანში გამართულ კონცერტს ეხმიანება.

„ძალიან სასაცილოა... კრიტიკა საიდან იყო, ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩემგან დაწერეთ, რომ კრიტიკულ კომენტარებზე პასუხიც არ მაქვს, ვერც ვბრაზდები, - მეცინება. არა მგონია, მათ ჩემზე კარგად ესმოდეთ მუსიკა... კონსერვატორიაში როცა ვსწავლობდი, მსოფლიოს ხალხურ მუსიკას გავდიოდი და ჩვენს ვოკალურ მუსიკას მთელ მსოფლიოში საერთოდ ბადალი არ აქვს! საქართველოს გამარჯვება რომ არ უხარიათ ადამიანებს, ეგ ჩემთვის ძალიან უცნაურია!

მე ვიტყოდი, რომ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს ისტორიაში. საოცარი მუსიკოსები იყვნენ, რომლებმაც საოცარი ქართული კულტურა, ხალხური სიმღერები და ჩვენი პატრიარქის საგალობლები წარმოადგინეს... ეს არის სადღესასწაულო ამბავი, რაც მოხდა და ყველა ქართველმა უნდა იდღესასწაულოს! ქართული კულტურის უდიდესი წარმატება იყო!“, - წერს დათო ევგენიძე.

ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში, 29 ივნისს „შენ ხარ ვენახი“ და პატრიარქის „ავე მარია“ შესრულდა. მანამდე კი, წმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდმა კონცერტი ვატიკანში, სიქსტის კაპელაში გამართა.