მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ფიქრობენ ქუჩის მუსიკოსები შესაძლო რეგულირებაზე

5b2cc4d728b6f
ნინი ლონგურაშვილი
22.06.18 13:42
1054
"შესაბამისი ბარათები გვინდა შევქმნათ და ისეთი ადგილები შევთავაზოთ ქუჩის მუსიკოსებს სადაც ხმაურის პრობლემა არ შეიქმნება და უფრო მეტი სარგებელს მისცემს მუსიკოსებს. ანუ საუბარია კოორდინაციაზე და ხელშეწყობაზე და არა აკრძალვებზე“ - ეს განმარტება ღამის ეკონომიკის პროექტის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ გუშინ გააკეთა.

გვარჯალაძის განცხადებით, ქუჩის მუსიკოსებს დასჭირდებათ დოკუმენტი, რომელიც მათ ქუჩაში დაკვრის უფლებას მისცემს. გვარჯალაძის თქმით, ქუჩაში ძალიან ნიჭიერი მუსიკოსები დგანან, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც მუსიკოსები არ არიან.
BMG რამდენიმე ქუჩის მუსიკოსთან მივიდა და სერგი გვარჯალაძის განცხადება შეაფასებინა.

"სერგი გვარჯალაძეს, როგოც მუსიკოსს, დიდ პატივს ვცემ, მაგრამ არ ვეთანხმები მის ამ განცხადებას. მუსიკა არის თავისუფლება, თუ გადავხედავთ, მივხვდებით რომ ნებისმიერს აქვს უფლება "უჩხაკუნოს“ ნებისმიერ მუსიკალურ ინსტრუმენტს, ვფიქრობ, ეს კანონი იქნება თუ რაიმე სხვა შეზღუდვა არასამართლიანია და მხოლოდ მასზე, იდეის ავტორზეა მორგებული...“, - ამბობს BMG-სთან მუსიკოსი კონსტანტინე კარანაძე.

"ეს საკითხი ზედმეტად პარადოქსულია, იმიტომ რომ ყველას აქვს სიმღერის უფლება და მითუმეტეს ქუჩაში. თუ სიმღერა უნდა და ამას ნებისმიერი მუსიკოსი შემოსავლის წყაროდ აქცევს, უნდა გამოვიდეს და იმღეროს, ან თუნდაც შემოსავლის გარეშეც რომ იდგეს და მხოლოდ ხალხის სიამოვნებისთვის მღეროდეს, აუცილებლად უნდა გამოვიდიეს და იმღეროს. ამის აკრძალვა არ მიმაჩნია სწორად", - აცხადებს ნიკა დარსაველიძე ქუჩის მუსიკოსი.

"არის დღეები რომ შეიძლება 10 ლარს მივწვდეთ და არის დღეები როცა 50 ლარიც გვრჩება ერთ ადამიანს... ძალიან ცუდი და დაუფიქრებელი იდეაა, რაც გაჟღერდა. მე მაგალითად სტუდენტი ვარ და ჩვენ ახალგაზრდები რითიც ვართ დაკავებული ეს არის ჩვენი შემოსავლის ერთადერთი წყარო... ჩვენ ხელოვნებას ვემსახურებით და ამით ხალხს ვაღიმებთ ქუჩაში, ვფიქრობ არ უნდა შეგვზღუდონ“ - ამბობს ქუჩის მუსიკოსი ნიკოლოზ მათიშვილი.