ქუჩის მუსიკოსები


  თბილისში სეირნობისას არაერთ ადგილას შეხვდებით პროფესიონალ თუ მოყვარულ მუსიკოსებს. მათი რეპერტუარი ისეთივე განსხვავებულია, როგორც მათი მუსიკალური გემოვნება, გამოცდილება და ქუჩაში დაკვრის მოტივაცია. ზოგისთვის ქუჩაში დაკვრა დამატებითი შემოსავალია, ზოგისთვის სარეპეტიციო თუ საკონცერტო სივრცე, სხვები აქ მეგობრებს და მხარდამჭერებს პოულობენ. 
  თორღვა წარმოშვებით ზესტაფონიდან არის, 4  წლის წინ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა და მას შემდეგ თბილისში ცხოვრობს. სიმღერით ბავშობიდან მღერის, თუმცა ქუჩის მუსიკოსობა 2 წელია დაიწყო, მისთვის დადებითი ემოციების გარდა ქუჩაში დაკვრა შემოსავლის წყაროა, რომლითაც პატარა ოჯახს, მეუღლეს და 3 წლის თაიას, უძღვება.


   დავითმა და შალვამ ერთმანეთი რუსთაველზე გაიცნეს, ორივე რუსთაველის გამზირზე, ოპერის წინ მიდიოდა სამღერად.  უკვე ერთი წელია დამეგობრდნენ, მათ ქუჩის გარდა სხვა ადგილებიც აქვთ სადაც მუსიკით ფულის შოვნა შეუძლიათ, საღამოობით რესტორნებში უკრავენ, რა თქმა უნდა იქაც ერთად. მათი თქმით, ქუჩაში ყველაზე გულწრფელ ემოციბს, კომენტარებს, კომპლიმენტებს და  კრიტიკას  იღებენ, შესაბამისად საყვარელი ადგილის მიტოვებას კიდევ დიდხანს არ აპირებენ.

გუგა ხარბედია 19 წლის არის, სწავლობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თუმცა მისი ყველაზე დიდი ოცნებაა იყოს კარგი მუსიკოსი, ამისთვის კი ბევრს შრომობს. ქუჩაში დაკვრა ბოლო 3-4 თვეა დაიწყო, ძირითადად რუსთაველის გამზირზე, ან მიმდებარედ მიწისქვეშა გადასასვლელებში უკრავს,"ახალი გიტარის ყიდვა მინდა და ფულს ვაგროვებ, მაგარმ ისე შემიყვარდა ეს ყველაფერი მგონი ყიდვის შემდეგაც ვერ გავძლებ ქუჩაში დაკვირის გარეშე... როცა გაღიმებულ გამვლელს ხედავ და ამის მიზეზი შენი მუსიკაა ეს საოცარი გრძონობაა, აღუწერელი" - გუგა ხარებედია.
  ქართველი "მისტერ ბინი",  როგორც თავად გაგვეცნო თავისუფლების მოედანზე, აკორდეონით ხელში, ხშირად შეგხვდებათ. ამბობს რომ გარდა მუსიკისა ხალხი მისი გარეგნობითაც ინტერესდება და დღე არ გავა ვინმემ მისტერ ბინს რომ არ მიამსგავსოს. მისთვის ქუჩის მუსიკოსობა შემოსავლის მთავრი წყაროა, როგორც ამბობს, ქუჩამ სხვანაირი მიჩვევა იცის, წლების წინ უმუშევრად დარჩენილმა გადაწყვიტა თავისუფლების მოედანზე მიწისქვეშა გადასასვლელთან საკუთარი "სამსახური" გაეხსნა, დაეკრა და ოჯახში ფულიც შეეტანა. უკრავს იმას, რაც ხალხს ეცნობა და უყვარს, ეს მისი ტაქტიკაა მსმენელის მისაზიდად, ამ უკანასკნელში, კი მისტერ ბინის გარეგნობაც ხელს უწყობს.




    გასული თვის განმავლობაში იყო საუბარი, რომ ქუჩის მუსიკოსებზე გარკვეული რეგულაციები გავრცელდებოდა, ამის შესახებ ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელმა, სერგი გვარჯალაძემ, გააკეთა კომენტარი.  კონკრეტულად რეგულააციები შეეხებოდა არაგემოვნებიან, დაბალი ხარისხის მუსიკის ქუჩაში თავისუფალ გაჟღერებას, რომელიც ვნებს, როგორც ადგილობრივების სმენას, ასევე ტურისტებზეც ცუდ შთაბეჭდილებას ახდენს... სოციალურ ქსელში აღნიშნულმა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, რის შემდეგაც ინიციატორმა, სერგი გვარჯალაძემ, სპეციალური კომენტარი გაავრცელა :


    რუსთაველის მოედნიდან თავისუფლებისკენ მიმავალ გზაზე სასიამოვნოდ ამოხეთქილი, საინტერესო და მრავალფეროვანი ჰანგები ყოველ ნაბიჯზე მიიბყრობს თქვნს ყურთასმენას. აქ შეხვდებით არაერთი ჟანრის წარმომადგენელს, სოლო შემსრულებლებსა თუ ჯგუფებს. მანქანების ხმაურისა და ღამის თბილისის ფონზე სასიამოვნო სეირნობასა და სასურველი მუსიკით ტკბობას ქუჩის მუსიკოსები უცვლელი ადგილებიდან გპირდებიან.








ფოლკ-ბენდი ზარზმა, თავისუფლების მოედანი




                                                                             

Comments

Popular posts from this blog

როცა ნახევარი რჩები